შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ მოუწოდებს, „მარცხი აღიარონ“ და პარლამენტში შევიდნენ

უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციისთვის, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, დღეს დაგეგმილი აქციის გაუქმება განაჩენია.

პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ მოუწოდებს, მარცხი აღიარონ და პარლამენტში შევიდნენ.

„ესაა განაჩენი იმ ოპოზიციის, რომელიც განუდგა ყველანაირ შეთანხმებას, ხელი არ მოაწერა დღემდე ამ შეთანხმებას, არ შემოდის პარლამენტში და გახდნენ რადიკალურები. ეს არის ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის განაჩენი. ამ ქვეყანაში ტყუილი და რადიკალიზმი საბოლოოდ არავის გაუვა, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, რომლებიც დღემდე არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცდილობდნენ თითქოს გრანდიოზული მიტინგი ჩაეტარებინათ და საერთოდ გაუქმება მოუწიათ, აღიარონ საკუთარი მარცხი, რადიკალური დღის წესრიგის მარცხი, მოაწერონ ხელი შეთანხმებას, შემოვიდნენ პარლამენტში. თუ სურთ იყვნენ საკუთარი ამომრჩევლის წარმომადგენლები, წარმოადგინონ ისინი ამ კედლებში და არა კედლებს გარეთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა