ღაზას სექტორში მსხვერპლის რაოდენობა 139-მდე, ისრაელში კი  9-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ დღეს ავიაიერიშებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 10, ერთი ოჯახის წევრები, ღაზაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა.

ისრაელში კი ბოლო მსხვერპლი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ღაზადან თელ-ავივის გარეუბან რამათ-განზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელში, საერთო ჯამში, 9 ადამიანი, მათ შორს 2 ბავშვია დაღუპული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა