Reuters - ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 პალესტინელი დაიღუპა.

ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებაც.

პარალელურად კი, რადიკალურმა დაჯგუფებამ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

ისრაელის მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.

გასულ ღამეს ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც Associated Press-ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა. შენობაში თავდასხმამდე ევაკუაცია განხორციელდა.

Reurers-ის ინფორმაციით, კონფლიქტის შვიდი დღის განმავლობაში, სულ ღაზაში 149 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 41 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

იხილეთ ვიდეო:ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ლიდერის სახლი დაბომბა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო