ისრაელის ქალაქ აშკელონში სირენის ხმა ისმის

ამ წუთებში ისრაელის ქალაქ აშკელონში სარაკეტო სირენის ხმა ისმის მას შემდეგ, რაც ბოლო ორი საათის განმავლობაში სამხრეთით მდებარე ქალაქები დაიცხრილა. ამის შესახებ timesofisrael იუწყება.

გამოცემის ინფორმაციითვე, სამაშველო სამსახურში Magen David Adom -ში განაცხადეს, რომ ისრაელის ქალაქებში სარაკეტო დარტყმების შედეგად, ბოლო ერთი საათის განმავლობაში არავინ დაშავებულა.

მხოლოდ ერთმა ქალბატონმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანება, როდესაც თავშესაფრისკენ გარბოდა.

„ჰამასის“ მართვაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტრომ ღაზაში ბოლო მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც სექტორში გარდაცვლილთა რაოდენობა 181-მდე გაიზარდა, მათგან 52 ბავშვია და 31 ქალი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა