ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშებს კიდევ 33 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ავიაიერიშებს ღაზას სექტორში კიდევ 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ბავშვი. ამ ინფორმაციას Reuters ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში სულ ღაზაში ავიაიერიშების შედეგად 181 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 52 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

Reuters-ის ინფორმაციით, 15 მაისს ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 პალესტინელი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებაც. პარალელურად კი, რადიკალურმა დაჯგუფებამ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს