ენტონი ბლინკენი ყატარის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში არსებული ძალადობაზე ყატარის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრებში იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბლინკენმა და ყატარის შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანმა ”ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში სიმშვიდის აღდგენის მცდელობებზე“ ისაუბრეს.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი სატელეფონო საუბრისას ალ-ტანმა ხაზი გაუსვა "ისრაელის სასტიკი თავდასხმების შესაჩერებლად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სასწრაფო მოქმედების აუცილებლობას.“

„ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუკრისთან საუბრისას ბლინკენმა დაძაბულობის დეესკალაციისკენ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდა,“- აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA– ს ცნობით, ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც ფაიზალ ბინ ფარან ალ საუდს, რათა პალესტინასა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განეხილათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა "ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში დაძაბულობის განმუხტვის და ძალადობის დასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევა" განიხილეს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“