ასლან ბჟანია სირიაში ბაშარ ასადს შეხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში „ოფიციალური“ ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია სირიის ლიდერ ბაშარ ასადს შეხვდება.

ბჟანიასთან ერთად სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიცინია, ე.წ პირველი ვიცე-პრემიერი ბესლან ჯოპუა და რამდენიმე „მინისტრი“ იმყოფება.

შეგახსენებთ, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ 2018 წელს აღიარა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო