სოზარ სუბარი - სააკაშვილმა მოახერხა ნიკა მელია გაენულებინა - ეს კაცი იძულებული გახდა ჩასულიყო და მისგან აეღო კურთხევა,  რა და როგორ გააკეთონ

სააკაშვილმა მოახერხა ნიკა მელია გაენულებინა პოლიტიკურად, ამის შემდეგ ეს კაცი იძულებული გახდა ჩასულიყო, ხლებოდა დიდ მაგდუს და მისგან აეღო კურთხევა, რა და როგორ გააკეთონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების უკრაინაში გამგზავრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში აუცილებლად შევა.

„სააკაშვილთან ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერების ჩასვლა იმას ნიშნავს, რასაც სულ ვამბობ და ყველამ იცის, რომ ამ პარტიას ჰყავს ერთადერთი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, არის ძებნილი და მისჯილი არაერთ საქმეზე და ის, რომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში ყველა ჩადიოდა მასთან და არ ჩადიოდა ერთადერთი ადამიანი - ნიკა მელია და ახლა ჩავიდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილმა მოახერხა ნიკა მელია გაენულებინა პოლიტიკურად, ამის შემდეგ ეს კაცი იძულებული გახდა ჩასულიყო, ხლებოდა დიდ მაგდუს და მისგან აეღო კურთხევა, რა და როგორ გააკეთონ. ამ კურთხევის შედეგი იქნება ის, რომ ყველანი შემოვლენ პარლამენტში. აქედან ეცდებიან იმ დესტრუქციის განვითარებას, რასაც ქუჩიდან ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ. 15 მაისის აქციაც ჩაეშალათ და ესეც არ არის შემთხვევითი. ვერ შეკრიბეს ხალხი და ახლა, რადგან იქ ვერ შეკრიბეს, ეცდებიან მიკროფონებთან ყვირილით გააკეთონ დესტრუქცია, მაგრამ აქაც ისეთივე წარუმატებელი იქნება მათი დესტრუქციული ქმედებები, როგორც ეს იყო 15 მაისის შემთხვევაში,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა