თამარ გაბუნია - ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს და შესაძლებელი იქნება მოსახლეობას შევთავაზოთ

ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს და შესაძლებელი იქნება მოსახლეობას შევთავაზოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსის" კითხვას უპასუხა, როდის იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის კოვიდპასპორტები.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, კოვიდპასპორტში დატანილი იქნება 3 სახის ინფორმაცია.

„კოვიდპასპორტზე მუშაობა მიმდინარეობს, ტექნიკური პროცესია. კოვიდპასპორტში იქნება სამი სტატუსი, ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და „პისიარ" ტესტირების.

ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს და შესაძლებელი იქნება ეს მოსახლეობას შევთავაზოთ",-აღნიშნავს გაბუნია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს