კახა კუჭავა ბრიუსელში გავლენიანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, გავლენიანი კვლევითი ცენტრების და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში, ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციაზე გაამახვილეს ყურადღება. ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის გაგრძელების შესახებ.

„ხაზი გაესვა პოლიტიკური დისკუსიის პარლამენტში გადატანისა და საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

მხარეებმა ისაუბრეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს და ამ კუთხით, სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას გაუსვეს ხაზი.

როგორც კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათთვის ყოველთვის აქტუალურია საქართველო და პროცესები, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ასევე საგარეო მიმართულებით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისი შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ.

„ძალიან საინტერესო აზრები მოვისმინე მათგან და ჩემი გზავნილებიც გადავეცი - პირველ რიგში ის, რომ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად და ვაქციეთ უკვე, როდესაც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს და ახლა მეორე ეტაპია ამ დოკუმენტში ასახული რეფორმების განხორციელება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში ევროკავშირის ჩართულობაზე ისაუბრეს.

„ექსპერტებთან ვისაუბრეთ ევროკავშირის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ასევე, იმ შეთანხმებაზე, რომელიც გაფორმდა პოლიტიკურ პარტიებს შორის შარლ მიშელის და ევროკავშირის მედიაციით. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების შესრულება, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და პოლიტიკური პროცესის პარლამენტში წარმართვა იმისთვის, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები განხორციელდეს და მაქსიმალურად ვეცადოთ, მივაღწიოთ კონსენსუსს ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობით”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო