სოზარ სუბარი დმანისის დაპირისპირებაზე - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რაც მოხდა, არასწორი იყო, წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი

საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორს სუბარი განმარტავს, ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

“გუშინ ყოფით ნიადაგზე იყო კონფლიქტი, რომელსაც ძალიან ცუდი ესკალაცია მოჰყვა. ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ვხვდებით ყველა მხარეს, სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება. წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა ადამიანი დაკითხული, გამოკითხულია. მთელი ინფორმაცია მოგროვდა, იგივე ვითარებაა დღევანდელთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოპოვება ხდება და ყველა გამოიკითხება.

დაპირისპირებული მხარე არ არსებობს, ყველა ერთნი ვართ, ადამიანებთან მიდის მუშაობა. საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული. შეხვედრებს ვაგრძელებთ.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო და გაუგებრობა. წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი “, - აღნიშნავს სუბარი.

შეგახსენებთ, დმანისში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებაში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობასთან მივიდა. ისინი გუშინ, ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

დაპირისპირებაში მონაწილე ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს, ისინი ერთმანეთს ხელკეტებითა და ქვებით გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5-მდე პირი, რომელთა შორის ერთი სამართალდამცავიცაა.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე