იაგო ხვიჩია - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები შეჯერებულია

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები შეჯერებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო რეფორმაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს საკითხები, რაზეც დისკუსია კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, ეს საკითხები კანონპროექტის შინაარსს ფუნდამენტურად ვერ შეცვლის. მისი თქმით, ერთ- ერთი ასეთი საკითხი ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხია.

„ჩვენ შეხვედრები გვაქვს კანონპროექტის პრინციპებზე, მიუხედავად იმისა, რომ კამათი არსებობს რამდენიმე საკითხზე ვიწრო კონტექსტით, ვფიქრობ, კონსენსუსის მიღწევა იქნება შესაძლებელი. ამ წუთისთვის ყველაფერზე შევჯერდით და რაზეც ვერ შევჯერდით, ვთქვით, რომ გავაგრძელებთ მსჯელობას კომიტეტზე. პრინციპული საკითხები შეჯერებულია, არსებობს საკითხები, რაზეც დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ ფუნდამენტურად ეს ვერ შეცვლის კანონპროექტის შინაარსს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია