ნინო ბურჯანაძე - "ნაციონალური მოძრაობა",  "ევროპული საქართველო"  და ჩემი პარტია  ქუჩაში დაგვტოვა იმ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას და პარლამენტში შევიდა

"ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", ჩემი პარტია და სხვა ადამიანები, ვისაც არჩევნები გაგვიყალბეს, ქუჩაში დაგვტოვა იმ ოპოზიციამ, რომელმაც, სამწუხაროდ, ხელი მოაწერა შეთანხმებას და პარლამენტში შევიდა , - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის უკრაინაში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ნორმალური პროცესია და მასში პრობლემას ვერ ხედავს.

"კონსულტაცია ასეთ რთულ ვითარებაში პარტიის ლიდერთან, როდესაც არამარტო ეს საკითხია გადასაწყვეტი, არამედ ბევრი სხვა საკითხია განსახილველი, მე აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია, ვერ ვხვდები, რა პრობლემაა.

ვთვლი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" იძახის "ნაციონალური მოძრობა" ქუჩაში დავტოვეთო, არა. "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", ჩემი პარტია და სხვა ადამიანები, ვისაც არჩევნები გაგვიყალბეს, ქუჩაში დაგვტოვა იმ ოპოზიციამ, რომელმაც, სამწუხაროდ, ხელი მოაწერა შეთანხმებას და პარლამენტში შევიდა. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ რთულ მდგომარეობაშია, ისევე როგორც „ევროპული საქართველო“. სხვა პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ მათ ძალიან შეეზღუდათ მანევრირების შესაძლებლობა. მძიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, კონსულტაციებში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ“,-აცხადებს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ლელოს“ პოლიტიკური გამოცდილება არ ეყო და შეცდნენ, როდესაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს და პარლამენტში შევიდნენ.

თუმცა, დასძენს, რომ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით წინასწარ განწყობებს არ შეიქმნის.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვაკრიტიკებ „ლელოს“, რომელიც მიმაჩნია, რომ სხვებისგან განსხვავებით რამე ანგარებითი ინტერესებით კი არ წავიდნენ, უბრალოდ, პოლიტიკური გამოცდილება არ ეყო და შეცდნენ. არც „ლელოსთან“ არც "ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვებთან მე არანაირ წინასწარ განწყობას არ ვიქმნი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, თუ იქნება სწორი გადაწყვეტილებები მიღებული, იმისთვის, რომ როგორმე შემოვაბრუნოთ ის მატარებელი, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია“,-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა