ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შედეგად ღაზაში 212, ისრაელში კი - 10 ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშებს, გასული კვირის ორშაბათიდან, 212 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის 61 ბავშვი და 36 ქალია.

ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, გასული კვირის ორშაბათიდან „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით 3 350 რაკეტა გაუშვეს, მათგან 200 - მხოლოდ გუშინ.

ისრაელის არმიაში ასევე აცხადებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო შეტევების შედეგად სულ მცირე 130 პალესტინელი მებრძოლია მოკლული.

იხილეთ ვიდეო: ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის შედეგად ღაზაში 212, ისრაელში კი - 10 ადამიანი დაიღუპა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა