აკაკი ბობოხიძე - თუ „ევროპული საქართველო“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ ვუერთდებით პარლამენტში შემსვლელ პარტიათა ჯგუფს, ტარიელ ნაკაიძეს გადასაწყვეტი ექნება, დარჩეს პარტიაში ან გავიდეს

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს პარტია პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარტიის წევრს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელსაც დეპუტატის მანდატი აქვს, მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, პარტია პარლამენტში შესვლის საკითხს „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს".

„არა მგონია, მაგრამ თუ თეორიულად პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეუერთდეს პარლამენტში შემსვლელ პარტიათა რიცხვს, მაშინ, ბუნებრივია, ბატონი ტარიელი გააგრძელებს „ევროპული საქართველოს" სახელით მონაწილეობას. თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ არ ვუერთდებით პარლამენტში შემსვლელ პარტიათა ჯგუფს, ასეთ შემთხვევაში, ბატონ ტარიელს გადასაწყვეტი ექნება, დარჩეს პარტიაში ან გავიდეს პარტიიდან იმიტომ, რომ ჯერჯერობით საკითხი ასე დგას, პარტიამ გააგრძელოს თუ არა პარლამენტში მუშაობა", - განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან მისი თქმით, პარტიას არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმომწერთა რიგებს შეუერთდეს.

„წინასწარი მოლოდინებიდან გამომდინარე, ჩვენ არათუ შარლ მიშელის დოკუმენტზე, არამედ პარლამენტში შესვლის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ. თეორიულად, თუკი დავუშვებთ, რომ პარლამენტში შესვლა შესაძლებელია, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ფორმალური მიერთება არის სრულიად აბსურდული იმიტომ, რომ შეთანხმება შემდგარია იმ სუბიექტებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას და კეთილი უნდა ინებონ, როდესაც ურთიერთპასუხისმგებლობას იღებდნენ, ეს შეთანხმება შესასრულებელია მთელი თავისი შინაარსით იმ სუბიექტებს შორის, ვინც ხელი მოაწერა თავის დროზე. ასე რომ შევა ვინმე დამატებით თუ არა, ეს არ ცვლის არც შინაარს და არც ვალდებულებას, ამიტომ, არანაირი ვალდებულება, მითუმეტეს, „ევროპულ საქართველოს", რომელიც პარლამენტში შესვლის საკითხსაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ფორმალური არანაირი ვალდებულება არ აქვს",- განაცხადა ბობოხიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა