ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი მოკლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი მოკლეს

სოხუმში, იმამ შამილის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი ქემალ არძინბა მოკლეს. ამის შესახებ ე.წ. გენერალური პროკურატურა იუწყება.

მკვლელობა 17:00-18:00 საათებს შორის პერიოდში მოხდა.

დე ფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს დამნაშავე პირთა გამოსავლენად.

არსებული ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ქემალ არძინბა მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე სხვა კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.