ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციამ სირიის მხარესთან "შეთანხმებებს" მოაწერა ხელი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაციამ სირიასთან ერთად პორტებს შორის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმებას“მოეწერა ხელი.
ინფორმაციას ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებით, ეკონომიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო, ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტის მომდევნო სხდომა სოხუმში გაიმართება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაციის სირიაში ვიზიტისას, რომელსაც დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მეთაურობს, ხელი მოეწერა სირიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის შეთანხმებას, რომელშიც 15 სირიელი დეპუტატი გაწევრიანდა.

























