რომან გოცირიძე - თუ გრიგოლ ვაშაძე მისი დიპლომატიური და საერთაშორისო გამოცდილებით, პარლამენტში იქნება, სულაც არ იქნება ცუდი

თუ გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში იქნება მისი დიპლომატიური და საერთაშორისო გამოცდილებით, ეს სულაც არ იქნება ცუდი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიის ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით, წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე იხილავდა თუ არა გიორგი ვაშაძეს პარლამენტში, რომან გოცირიძის განცხადებით, ვაშაძეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტზე აქვს მოწერილი ხელი, შესაბამისად „ეს სულაც არ გაუკვირდება“.

"ამ ექვსთვიან პროცესში არავინ გამოსულა ზიანის გარეშე, გრიგოლ ვაშაძე არ არის ჩვენთან და არც სალომე სამადაშვილია. რაც უფრო გაგრძელდებოდა ოპოზიციურ ფლანგზე გაურკვევლობა და ჩამოუყალიბებლობა ეს აზიანებდა ოპოზიციას.

არ ვიცი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, მან მოაწერა ხელი და სულაც არ გამიკვირდება, რატომაც არა. რა თქმა უნდა, თუ გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში იქნება მისი დიპლომატიური და საერთაშორისო გამოცდილებით ეს სულაც არ იქნება ცუდი, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. დღეს გადაწყვეტილება მისაღებია ძალიან სწრაფად - ან შესვლა, ან არ შესვლა და არავითარი დროის გაწელვა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა