კარლ ჰარცელი სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის ერთობლივ სტატიაზე - ეს არის საქართველო-ევროკავშირის შესახებ და იმ სამომავლო მოლოდინებზე, რაც 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებობს

ეს სტატია არის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკმაოდ ფართო პერსპექტივა, ეს არის საქართველო-ევროკავშირის შესახებ და იმ სამომავლო მოლოდინებზე, რაც 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებობს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას გამოეხმაურა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„მე ამ სტატიას განვიხილავ, როგორც კარგ შეჯამებას თუ რა მოლოდინები აქვს ევროკავშირს და ის ხაზს უსვამს იმ ფაქტებს, რომ საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ სტატიის აუდიტორია სცდება საქართველოს ფარგლებს და წარმოადგენს ფართო საერთაშორისო აუდიტორიას. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოქცევის გზა“, - აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა