ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ოპერაციას გააგრძელებს

ისრაელის პრემიერ - მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაცია კვლავ გაგრძელდება. ამის შესახებ ებრაული მედია იუწყება.

„მე განსაკუთრებით მაღალ შეფასებას ვაძლევ ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას, რომელმაც დაადასტურა ჩვენი უფლება თავდაცვის შესახებ. მე მტკიცედ ვაპირებ განვაგრძო ოპერაცია მანამდე, ვიდრე არ მიიღწევა მისი ამოცანა: უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაბრუნება თქვენთვის, ისრაელის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეოთხედ ესაუბრა ისრაელის პრემიერ - მინისტრს. ბაიდენმა ნეთანიაჰუს სთხოვა, შესამჩნევად დაწიოს ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის მიმართულებით დარტყმების ინტენსივობა და იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს