თეა ახვლედიანი “ენგურჰესის” სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა “ენგურჰესის” კაშხალი დაათვალიერა და ადგილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა „ენგურჰესის“ იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც მთელი ქვეყნის, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებისა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის გააჩნია.

„საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების და ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების გასაცნობად თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა, როგორც ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებულ გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

მინისტრმა ახალგაზრდებთან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

სახელმწიფო მინისტრი სოფელ რუხში, ენგურის ხიდზეც იმყოფებოდა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ასევე, აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე გადმოსული მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სამეგრელოს რეგიონში ჩემი სამუშაო ვიზიტი ოკუპაციის მსხვერპლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლისთავს უკავშირდებოდა. ამავდროულად, ვიზიტი ძირითადად მიზნად ისახავდა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წინაშე, მათ შორის ქალთა წინაშე არსებული საჭიროებების და გამოწვევების ადგილზე გაცნობას, მათი მოგვარების გზების განხილვას. ქალთა როლის გაძლიერება და გაზრდა სამშვიდობო პროცესში, სწორედ, ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტია ახალგაზრდების გაძლიერებაც და ჩართულობა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია გვქონდა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და რექტორთან. ამავდროულად, ადგილზე გავეცანით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებასთან და სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცესს ენგურის ხიდზე. დღევანდელი ვიზიტი სრულდება ენგურჰესის კაშხალზე, სადაც გავეცანით გვირაბის გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს და დღეისათვის უკვე ენგურჰესი მუშაობს სრული დატვირთვით. მინდა აღვნიშნო, ენგურჰესის უდიდესი მნიშვნელობა, როგორც ენერგეტიკული და ეკონომიკური, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითის კუთხით“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო