სალომე სამადაშვილი - დიდი იმედი მაქვს,  “ნაციონალური მოძრაობა” არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში პარტიულად არ შევა, ხოლო ცალკეული დეპუტატები შევლენ, ეს პოლიტიკური ხარაკირი იქნება

დიდი იმედი მაქვს “ნაციონალური მოძრაობა” არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ პარტიულად არ შევა პარლამენტში და ცალკეული დეპუტატები შევლენ, ეს იქნება პოლიტიკური ხარაკირი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხილვაში მიიღონ მონაწილეობა.

„იმედი მაქვს, რომ პარტია მსგავს გაუმართავ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ან საკუთარი დეპუტაციით შედის პარლამენტში, ან არ შედის და არავინ არ შევა გარდა იმ ხალხისა, რომელიც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხელმოწერისთვის შეთანხმება ღიაა ინდივიდუალური დეპუტატებისთვისაც, ამიტომ ამის უფლება მათ აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურად ყველაზე ცუდი იქნება. მე ამ პარტიიდან წამოვედი, მაგრამ კარგის მეტს არაფერს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მან ასევე უპასუხა წამყვანის შეკითხვას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. სამადაშვილის შეფასებით, „იმ ხალხს, რომელიც საარჩევნო რეფორმას თავს ესხმის“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზება გაუჭირდება.

,,კარგი იქნებოდა, რომ საარჩევნო რეფორმაში დამატებითი შემაკავებელი მექანიზმები ჩადებულიყო, მაგრამ რაც ჩაიდო მგონია, რომ იქნება დიდი გარღვევა ჩვენს საარჩევნო სისტემაში. არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემები ჩვენს ქვეყანაში ამ არჩევნებზე არ დაწყებულა. ეს არის ელემენტარული განვითარების პრობლემა, რომ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე, ვერ ატარებს არჩევნებს. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ საზოგადოებისგან, სადაც გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ. ახლა იქმნება ახალი მექანიზმები, თუ ეს მექანიზმები ამუშავდა შეიძლება გვქონდეს შანსი დავემსგავსოთ ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების შემდეგ ყოველ ჯერზე არ იწყება განხილვა ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩევლის ნებას. ეს ყველასთვის მოსაბეზრებელია და იწვევს ადამიანებში ძალიან დიდ ნიჰილიზმს.

ძალიან მაინტერესებს, ის ხალხი, რომელიც თავს ესხმის ამ შეთანხმებას და ამბობს, რომ არაფერი არ გამოვა, როგორ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე მოიყვანოს ხალხი. მე რომ ვიყო ამომრჩეველი, რომელსაც მეუბნებიან, რომ გამიყალბეს არჩევნები და ეს შეთანხმებაც ვერაფერს ვერ შეცვლის, მაშინ რატომ მოვალ არჩევნებზე? სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის განხორციელება, რომ არჩევნებს ისევ ეძლევა აზრი და ადამიანებს მოტივაცია, რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და დაიჯერონ, რომ ამ ჯერზე არჩევნების შედეგები რეალურად ასახავს ამომრჩევლის ნებას. თუ „ქართული ოცნება“ ამას ისევ შეეწინააღმდეგება, ამის შედეგი იქნება მათთვის ძალიან მძიმე“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:დიდი იმედი მაქვს “ნაციონალური მოძრაობა” არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში პარტიულად არ შევა, ხოლო ცალკეული დეპუტატები შევლენ, ეს პოლიტიკური ხარაკირი იქნება - სალომე სამადაშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა