ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული 174 ტესტის თანახმად, 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 15 126 ადამიანი შეადგინა.

ამასთან, ვირუსს კიდევ 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 229 ადამიანია გამოჯანმრთელდა 14 270 პაციენტი. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 49 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში - 27, ოჩამჩირეში -19.