ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები „გააძვრინოს“

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებები რეალურად არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "იოტაში" განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს.

ბურჯანაძის თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ცესკო-სთან, კვალიფიციურ პარტიებთან, ხმების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით და ა.შ.

"არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ "ქართული ოცნება" შეასრულებს დანაპირებს და მიიღებს ისეთ „საარჩევნო კოდექსს“, რომელიც საარჩევნო გარემოს მართლა გააუმჯობესებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ცვლილებები, რომელიც მიიღო 14 მაისს ცესკო-მ. ამის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია ხმამაღლა უნდა დავაფიქსიროთ. ჯერ ერთი, პირველი შემთხვევაა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მხოლოდ ე.წ. საპარლამენტო პარტიებს ესაუბრება. ყველა დროს, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის იყვნენ „საარჩევნო კოდექსზე“ მომუშავე ჯგუფში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს მნიშვნელოვანია ახლაც, როდესაც არჩევნები გაყალბებულია და რეალურად არავინ იცის სინამდვილეში ვინ რამდენი პროცენტი მოიღო და ჩვენ, ნამდვილად ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი.

ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს ძალიან მკვეთრ პოზიციას და იმედი მაქვს, რომ ე.წ. ხელმომწერი პარტიები ხმამაღლა გაახმოვანებენ მიშელის დოკუმენტის დარღვევას, რომ ხელისუფლება მართლაც ცდილობს „გააძვრინოს“ ვითომ რეფორმის საფარქვეშ თავისი ინტერესების გამომხატველი ნორმები. ასევე, ხმამაღლა ეტყვიან ჩვენი კოლეგები ბრიუსელს იმას, რომ რეალურად შეთანხმება არ სრულდება", - აცხადებს ბურჯანაძე.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის