ბადრი ჯაფარიძე - ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვრიცხოთ პარტიული პრეფერენციით წევრების დანიშვნა

„ლელოს“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებში მედიატორ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ძირითადი პუნქტები ასახულია, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ მისაღებია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს იმისთვის, რომ სრულად იყოს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება ასახული იმ კანონპროექტში, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს. არის ნორმალისტური მიდგომა და არის სულისკვეთებაზე დაფუძნებული მიდგომა, ეხება ეს მაგალითად ადმინისტრაციების დაკომპლექტებას. ამიტომ, ჯერ კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის, რომელთა გადაწყვეტის გარეშე გაგვიჭირდება საკითხს მხარი დავუჭიროთ. ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, პროფესიონალი წევრების შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გამოვრიცხოთ პარტიული პრეფერენციით წევრების დანიშვნა. ამიტომ, სანამ ეს და სხვა საკითხები საბოლოოდ არ იქნება შეჯერებული, გაგვიჭირდება საკითხს მხარი დავუჭიროთ, თუმცა ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები ასახულია, მაგრამ დარჩენილია მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც სრულად პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად ასახული“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა