სალომე სამადაშვილი - კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა" შემოვა პარლამენტში, რადგან მოგვეცემა შესაძლებლობა, შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე

კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა" შემოვა პარლამენტში, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, მაგალითად, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისიები სხვადასხვა საკითხზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის, რადგან ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

„მათ შორის, იცით, რომ დღეს მიმდინარეობს განხილვა ამნისტიის კანონპროექტის და ჩვენ, იცით, რომ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას 19-21 ივნისის მოვლენების გამოძიების მიზნით. ამას ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რადგან დღეს ოპოზიციას ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ თუ ისინი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ამაზე უარს იტყვიან, ეს არ ცვლის ჩვენს დღის წესრიგს პარლამენტში, რაც არის მიშელის გეგმის სწრაფი განხორციელების უზრუნველყოფა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა