ამნისტიის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება

19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის მიღების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან კონსულტაციები გაიმართება. პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, დამატებითი კონსულტაციების გამართვა დეპუტატებს თავად კუჭავამ შესთავაზა.

„ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია. ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვის გადადებისა და მსჯელობის სამუშაო ფორმატში გაგრძელების წინადადება დასვა.

„საჭიროა ემოციები დავაცხროთ. დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ არ არის მცდელობა იმისა, რომ პოტენციური დამნაშავეებისთვის სივრცე შევქმნათ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

თავად საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ განხილვის გადადების საჭიროება არ არსებობს, ის განსხვავებული მოსაზრებები კი, რაც საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა, პროექტის მეორე მოსმენით განსახილველი საკითხებია.

კოლეგების პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პირადად მისი მონაწილეობით კონსულტაციების გამართვის წინადადებით გამოვიდა.

„შევიკრიბოთ ჩემთან. ვნახოთ, ვცადოთ არის თუ არა საშუალება, რომ დაახლოვდეს პოზიციები. ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს