„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილისთვის საკრებულოებში მაჟორიტარი წევრების შემცირების ინიციატივა, რაც საარჩევნო რეფორმის ფარგლებშია ასახული, მიუღებელია

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილისთვის საკრებულოებში მაჟორიტარი წევრების შემცირების ინიციატივა, რაც საარჩევნო რეფორმის ფარგლებშია ასახული, მიუღებელია.

კრიტიკული განცხადებები ამ მიმართულებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთდა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

როგორც დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, თვითმმართველობებს უფრო მეტი მაჟორიტარი სჭირდება, რადგან საკრებულოს მაჟორიტარებს აქვთ უფრო მეტი უფლებამოსილება, საქმე აკეთონ.

„თვითმმართველობების საჭიროებებს ზუსტად რომ მაჟორიტარები უნდა აკეთებდნენ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კახა კახიშვილმა მაჟორიტარების შემცირების ინიციატივას „ხარაკირი“ უწოდა.

„ეს ერთადერთი რგოლია, რომელსაც მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. ესენი თვითმმართველობის - საკრებულოს წევრები არიან, რომლებიც გამგეობასთან ერთად საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრას უზრუნველყოფენ. გთხოვთ, არ ავყვეთ პოლიტიკურად უაზროდ მოთხოვნილ საკითხს! საერთაშორისო ექსპერტებს ვკითხოთ, რამდენად სწორად მიაჩნიათ, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პროპორციულ სისტემაზე გადადის“, - განაცხადა კახა კახაშვილმა.

„პარტიულ სიაზე გადასვლა და ერთი დეპუტატი ქალაქშიც და დიდ გაერთიანებულ სოფელში იმას ნიშნავს, რომ სოფლის თუ უბნის კონკრეტული სატკივარი თვითმმართველობისთვის ძალიან ზოგადია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გაკეთებულია იმიტომ, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შიში, რომ ნორმალური საკადრო რესურსი არ გააჩნიათ. მოგმართავთ ყველას, რომ თვითმმართველობა გვერდზეა გადადებული, რადგან პარტიულ სიას პირდაპირი კავშირი თვითმმართველობასთან არა აქვს, მაჟორიტარ დეპუტატს კი - აქვს“, - განაცხადა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საკრებულოებში მაჟორიტების შემცირების ინიციატივაზე ანალოგიური პოზიცია უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც დააფიქსირეს.

საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა.

საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით განსაკუთრებული სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება - თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა