ასლან ბჟანია - სოხუმის აეროპორტის გახსნის თარიღად 2024 წლის იანვარი განვსაზღვრეთ, იქნებ ევროპული ცაც გაიხსნას ჩვენთვის

სოხუმის აეროპორტი ნომერ პირველი ამოცანაა. მისი გახსნის თარიღად 2024 წლის იანვარი განვსაზღვრეთ, იქნებ ევროპული ცაც გაიხსნას ჩვენთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემასთან „არგუმენტები და ფაქტები“, განაცხადა.

„აეროპორტი ნომერ პირველი ამოცანაა. ვთხოვე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მან ინსტრუქციები მისცა რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს. პროექტის განსახორციელებლად (და ეს არ არის იაფი და მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიარდ რუბლამდეა), უნდა არსებობდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმი. ჩვენ ახლა ამ საკითხზე აეროპორტის გახსნის თარიღად 2024 წლის იანვარი განვსაზღვრეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამოცანა გადაიჭრება. რუსი ექსპერტების თქმით, აუცილებელია ეს აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამებოდეს, რათა მომავალში არაფერი შეიცვალოს. ახალი ტექნიკა, ახალი აღჭურვილობა - ყველაფერი კარგ დონეზე იქნება. შემდეგ, იქნებ ევროპული ცაც გაიხსნას ჩვენთვის,“- აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, „არაღიარებულის სტატუსი“ აფხაზეთს ბევრ სირთულეს უქმნის.

„ეს ჩვენს ცხოვრებას ართულებს. აშკარაა, რომ იგივე აეროპორტი დიდი ხნის წინ დაიწყებდა მუშაობას, რომ არა საქართველოსა და მისი მხარდამჭერი სხვა სახელმწიფოების პოზიცია. ჩვენ გვსურს ყველასთან ვიმეგობროთ, ჩვენს შვილებსაც უნდათ ჩასვლა, მაგალითად, ათენში ან რომში, რომ ნახონ როგორ დაიბადა ცივილიზაცია. ჩვენ ასეთი შესაძლებლობას მოკლებული ვართ. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს სწორი და სამართლიანია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მაგრამ ჩვენ ამის გამო განსაკუთრებით არ ვწუხვართ, არც ვკომპლექსდებით. ჩვენ გვაქვს ფანჯარა მსოფლიოსკენ, ფანჯარა ევროპისკენ რუსეთის ფედერაციის გავლით,“- აღნიშნა ბჟანიამ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.06.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს