19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში კონსულტაციები დაიწყო

19-20 ივნისის მოვლენებზე მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას კაბინეტში კონსულტაციები დაიწყო.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ შალვა შავგულიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი. მხარეები ამნისტიის აქტზე პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან. მიმდინარე შეხვედრაზე გადაწყდება, გავა თუ არა საკანონმდებლო ინიციატივა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

„ლელო" ამნისტიის პროექტის განხილვის გადადებას ითხოვს.

ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია წარდგენილი. ერთის ავტორი "ქართული ოცნებაა". ალტერნატიული ვარიანტი საპარლამენტო ოპოზიციამ მოამზადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა