ნამახვან ჰესის კასკადები 100%-ით სახელმწიფო კომპანია იყო და კალაძე - ღარიბაშვილი - თურნავამ კორუფციული სქემებით სწორედ სახელმწიფო კომპანია გაყიდეს, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
ჭიჭინაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„1. სად და რატომ დამალა მთავრობამ ასე საგულდაგულოდ 2018 წელს დაკვეთილი მაკენზის კვლევა ნამახვან ჰესთან დაკავშირებით და რომელშიც ფულია გადახდილი?!
მოკლედ, მინდა მოგაწოდოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტები ნამახვან ჰესთან დაკავშირებით.
2012 წლიდან დავიწყებ, როდესაც 27 მარტს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა,
სს “ნამახვან ჰესების კასკადი” წამომადგენელმა ნიკოლოზ საგანელიძემ და სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი”-ს დირექტორმა ირინა მილორავამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვით ნამახვან ჰესის აშენების შემდეგ 10 წლის განმავლობაში “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” 6 ცენტად შეიძენდა ჰესის სრულ გამომუშავებას.
2014 წლის 2 აპრილის მთავრობის N547 დადგენილებით, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, ვკითხლობთ, რომ 2014 წლის 21 მარტს ეკონომიკურ საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ასევე ირაკლი ღარიბაშვილია, ხოლო ამ საკითხის წარმდგენი ენერგეტიკის საინისტორ იქნებოდა, ამ დროს მინისტრი კახი კალაძეა) სს “ენერგეტიკის განვითარების ფონდს” და სს “ნამახვანს” ერთად დაევალა “ნამახვანის ჰესების კასკადის” პროექტის განხორციელება. რეალურად ამ ორი დოკუმეტით გაცოცხლდა ნამახვანის პროექტი, თუმცა რა თქმა უნდა ეს სულ არ ნიშნავდა, რომ პროექტი ცუდი პირობებით უნდა გამოცხადებულიყო ან ცუდი პირობებით უნდა შეთანხმებულიყო. ენერგეტიკის განვითარების ფონდის ვებ გვერდზე ვკითხულობთ:
“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის და პროცედურების შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. “
რაც ნიშნავს იმას, რომ ფონდმა პირობები მოამზადა და შეათანხმა ენერგეტიკის სამინისტროსთან (კახა კალაძესთან) და არა მთავრობასთან (სხვა უწყებებთან), შესაბამსად მთელი პასუხისმგებლობა ენერგეტიკის ფონდზე და ენერგეტიკის სამინისტროზეა.
პარალელურად 2016 წლის განმავლობაში ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ენერგეტიკის სამინისტროს შუამდგომლობით სახელმწიფოსგან სს “ნამახვანისთვის”, რომლიც ამ პერიოდში 100%- იანი სახელმწიფო საწარმოა ითხოვდა და იღებდა მიწებს, როგორც აღნაგობის უფლებით, ასევე საკუთრებაში.
კვლავ გავიმეორებ ამ დროს სს “ნამახვანი” სახელმწიფო საწარმოა!
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ვებ გვერდზე ვაგრძელებთ კითხვას:
ზემოაღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC (გადარქმეული სახელი: შპს „ენკა რინიუებლზ“) გამოაცხადა.
ანუ ენერგეტიკის განვითარების ფონდმა, კვლავ ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით გამოავლინა გამარჯვებული, ისე რომ კვლავ არ კითხა არაფერი მთავრობას. ამ დროს ენერგეტიკის მინისტრი ისევ კახი კალაძეა!
ამავე 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საქართველოს პარლამენტში შევიდა ფისკალური რისკეების დოკუმენტი, სადაც განხილულია და პირდაპირ წერია, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში რა დამატებითი გასავალი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტს. მეტიც 2018 წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტრომ, რომლიც უკვე ენერგეტიკის სამინისტროსაც მოიცავდა , იმისთვის, რომ სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიეღო და სავარაუდოდ იმიტომაც, რომ ფისკალური რისკების დოკუმენტს იცნობდა (იგივე მინისტრია), საქართველოს ელექტრო სისტემას დააკვეთინა კვლევა საკონსულტაციო ჯგუფ მაკენზიზე თუ რომელი ჰესები უნდა აშენებულიყო და მათ აშენება არ აშენებას რა რისკები მოყვებოდა. კვლევის დასრულება მინისტრების ცვლილებას დაემთხვა კვლევა ქუმსიშვილმა დააკვეთინა და ქობალიას უნდა ჩაებარებინა, თუმცა საბოლოდ რა წერია ამ კვლევაში ჩემთვის უცნობია, იმედია ამ კვლევას როდესმე ვიხილავთ.
2019 წლის 23 აპრილით დათარიღებულ N905 მთავრობის განკარგულებით მამუკა ბახტაძემ, ნათია თურნავას წარდგინებით, რომელიც 5 დღის დაწინაურებულია მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან მინისტრის პოსტზე, მოიწონა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის შესახებ დასადები ხელშეკრულება.
ენერგეტიკის ფონდის განვითარების ვებ გვერდზე ვაგრძელებთ კითხვას:
“2019 წლის 25 აპრილს საქართველოს მთავრობას და შპს “ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას” („შპს ენკა რინიუებლზ“) შორის ხელი მოეწერა ნამახვან ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებას და ამასთან ერთად სს “ნამახვანის” აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.”
ყურადღება მიაქციეთ ბოლო წინადადებას.
სწორედ ამ დროს მოხდა სახელმწიფოდან კერძო საკუთრებაში ყველა მიწის და სხვა აქტივის გადაცემა!!
გარდა ამისა 2019 წლის აპრილში მოხდა პანკისის ყველასთვის ცნობილი ინციდენტი, რომლსაც მოყვა მძაფრი დაპირისპირება შსს-ს ქვედანაყოფებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება ნათია თურნავას დანაშაულებრივი ქმედებები ენერგეტიკული პროექტების არასწორი პედალირების მიმართულებით. ასევე ჩნდება ლეგიტიმურ კითხვები, ხომ არ არის ამის უკან გარკვეული დაინტერესებები.
ეს ყველაფერი სრულდება ყველასთვის უკვე ცნობილი 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 მთავრობის განკარგულებით, რომელსაც გიორგი გახარია აწერს ხელს, ნათია თურნავას წარდგინებით და უკვე ენკას გადასცემენ 500 ჰექტარზე მეტ მიწას აღნაგობის უფლებით“, - წერს ჭიჭნაძე, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.