ეკა გიგაური - იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, უნდა დავასრულოთ კლანის მმართველობა

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სასამართლოში ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს და რაც არის არასწორი, გაჩერდეს იქამდე, სანამ ჩვენ არ დავასრულებთ სასამართლოს რეფორმას, რომელიც გაწერილია შარლს მიშელის დოკუმენტში, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, იმისთვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს, სასამართლოში კლანის მმართველობა უნდა დასრულდეს.

„იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ კლანის მმართველობა სასამართლოში და ჩავატაროთ სერიოზული რეფორმა, რომელიც უნდა დავგეგმოთ ერთად და ამის შემდეგ განვავითაროთ პროცესები, რაც იქნება საჭირო სასამართლო სისტემისთვის“, - განაცხადა გიგაურმა.

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია იმართება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა