მამუკა მდინარაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე - ნებსით თუ უნებლიეთ, ეს ადამიანები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქმეს აკეთებენ, ან გამოსდით, რომ ასე გააკეთონ

ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება გამოსავლამდე მიდიოდეს, გამოსავალი არ მდგომარეობს მკვეთრ დაპირისპირებაში. თუ ვინმეს რეალურად რაიმე ხარვეზი აწუხებს უნდა ილაპარაკოს ამაზე და არ უნდა შეუშალოს ხელი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ „ნებსით თუ უნებლიეთ, ეს ადამიანები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქმეს აკეთებენ ან გამოსდით, რომ ასე გააკეთონ“.

,,წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მაგალითად, ეს კონკრეტული პროექტი შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ და ამას მომხრეები ჰყავდეს რთული წარმოსადგენია. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს რაიმე დეტალი და ხარვეზი, ამაზე ილაპარაკოს და შეიძლება ვინმემ გაიზიაროს თუ რაციონალური იქნება, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ საქართველოს ენერგეტიკა უნდა გაჩერდეს და არცერთი ჰესი არ აშენდეს, სანამ ვინმეს რაღაც არ მოუნდება არის დამაზიანებელი. ამ პროექტში უნდა დაიხარჯოს 800 მილიონზე მეტი, ეს ამ ქვეყნისთვის არ არის პატარა ინვესტიცია და ენერგოდამოუკიდებლობა არ არის მეორეხარისხოვანი კომპონენტი, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას სჭირდება.

როდესაც ვამბობთ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, რომ უნდა გაჩერდეს ეს პროექტი და შემდეგ შევთანხმდეთ რაღაცაზე, ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან ცუდი რამის გაკეთებაა. სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ეს ადამიანები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის საქმეს აკეთებენ, ან გამოსდით, რომ ასე გააკეთონ. მე მათ მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ ისარგებლონ ისეთი შემთხვევებით როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებდა შეხვედრილიყვნენ და დეტალებში გარკვეულიყვნენ, მაგრამ მათ მოინდომეს შოუს ელემენტების შეტანა, უკანა ეზოში გასვლა, ლაივის ჩართვა და ა.შ. ეს არ მოგვიტანდა შედეგს და ასეთ პროექტებში ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა