ნინო ბურჯანაძე - ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 26 მაისი არის თარიღი, რომელიც თაობების ოცნებებთან და ბრძოლასთან არის დაკავშირებული, რომ საქართველო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო. მისივე განცხადებით, ქვეყნის თითოულმა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე სწორედ ასეთ საქართველოში აღინიშნოს.

„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და თოთოეულ ქართველს ვუსურვებ, რომ ყველა მომავალი 26 მაისი იყოს მშვიდობიანი, ერთიანი, წარმატებული და განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს, ღირსეული ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენლად. დღეს ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წინაპრების უმთავრესი ტკივილი დაკარგული ტერიტორიებია, რომლის გარეშეც 26 მაისის დღესასწაული სრულყოფილი ვერ იქნება. ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს. თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნოს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში“, - აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა