დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, გამორიცხულია

„ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, გამორიცხულია. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, ან თვალის ფერი არ უვარგათ, იმიტომ, რომ ხელისუფლება აღარ არსებობს, ამ ქვეყანას მმართველი არ ჰყავს“, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორუფციული სქემები და „გარიგებები ყვავის“.

„მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფო სამსახური მორღვეულია, ერთადერთ რასაც „ოცნების“ მოლაპარაკე თავები აკეთებენ, ოპოზიციას ებრძვიან. ქვეყანაში კორუფციული სქემები, გარიგებები ყვავის და ისე უმარტივესად გაედინება ფული, აუცილებლად კატასტროფამდე მივალთ.

თუნდაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალეა ყველაფერი, მაინც პირდაპირ იკვეთება ვისი ინტერესებიცაა და ყველას რატომღაც უმთავრესი ავიწყდება - „ნამახვანჰესის“ კასკადების 100 % სახელმწიფო კომპანია იყო და სწორედ ის გაყიდეს.

ადგილზე წარმოების და ხალხის დასაქმების ნაცვლად ისეთს აკეთებენ, მომავალ მსოფლიო ეკონომიკაში კი არა, ჩვენი ადგილი აღარსად იქნება. ან თუნდაც ჭიათურაში რა ხდება - თავად მილიარდებს შოულობენ და მაღაროელებს ისეთ ძეხვს აჭმევენ, ძაღლმა არ ჭამა და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი. მოკლედ, როდესაც უუნარო ხარ, მუდმივად პოლიციით ვერ დაიჭერ სიტუაციას და ეს ფაქტია“, - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია