ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი - შესაძლოა, მივიდეთ სავალდებულო აცრების ვარიანტამდე

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას, შესაძლოა, რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაავალდებულონ. ამის შესახებ ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა.

„კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი, სამწუხაროდ, დაბალია. კვლავაც მუსირებს აზრი, რომ სერიოზული არაფერი ხდება, რომ ჩვენთან ყველაფერი რიგზეა, რაში გვჭირდება ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი რიგზე არ არის, ხოლო ვაქცინაცია საჭიროა. როდესაც ჩვენ ვაქცინის შესაბამისი მარაგი გვექნება, შესაძლოა, ჩვენ მივიდეთ სავალდებულო აცრების ვარიანტამდე, რადგან ჯერ არავის დაურეგისტრირებია ის, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის. თქვენ გახსოვთ, რომ ავადმყოფობა შემცირდა, მერე მკვეთრად იმატა; მიზეზი ერთიდაიგივეა, მასობრივი, კრებითი ღონისძიებები, რომლებიც დახურულ შენობებში იმართება. კოვიდი არსად წასულა. ჩვენთან დაინფიცირებულია მოსახლეობის 6 %. ძალიან მაღალია დაავადებულთა რაოდენობა 10 000 მოსახლეზე. ეს 610 ადამიანზე მეტია. ეს მონაცემები გაცილებით მეტია რუსეთის მაჩვენებლებზე“, - განაცხადა ანქვაბმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა