სალომე ზურაბიშვილმა რუსუდან კობახიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსუდან კობახიძეს ქართული ემიგრაციის ისტორიული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის საარქივო მასალის შეგროვების, დაცვისა და კვლევის საქმეში, ქართული ემიგრაციის მუზეუმის დაარსებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების მედალი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რომელსაც ავადმყოფობის გამო რუსუდან კობახიძე ვერ დაესწრო. სახელმწიფო ჯილდო მისი ოჯახის წევრს გადაეცა.

„ქალბატონმა რუსუდანმა ბატონი გურამ შარაძის მემკვიდრეობა და ის ყველაფერი ჩაიბარა, რაც ქართულ ემიგრაციას უკავშირდება. ის არის ერთ-ერთი დამცველი იმ მეხსიერების, რომელიც ქართულ ემიგრაციას და იმ დამოუკიდებლობის წლებს უკავშირდება.

ამისთვის მართლაც ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს. ვიმედოვნებ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდება, რომლებიც ამ საქმეს იტვირთავს და გააგრძელებს.

ემიგრაციის მუზეუმი უნდა გაიშალოს და გაიზარდოს. მე ხშირად მიფიქრია და არ ვიცი, რამდენად იქნება ეს აზრი შემდეგ მხარდაჭერილი, რომ ოკუპაციის მუზეუმი ვერ იქნება სრულყოფილი, თუ არ იქნება შევსებული ემიგრაციის მუზეუმით, მათი გამთლიანება ალბათ, საჭიროა. ეს სამომავლო საფიქრალია.

ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ იმ წლების, იმ 70-წლიანი საბჭოთა პერიოდის მეხსიერებას და ყველაფერს, რაც ქართულ ოჯახებს, პიროვნებებს, რეპრესიებს ეხება. ამ პერიოდიდან პრაქტიკულად ძალიან ცოტა დანატოვარი გვაქვს - ბიოგრაფიები, ავტობიოგრაფიები.

მუზეუმების მიმართულებით არსებობს ახალი ტენდენცია. ამ კუთხით პოლონეთი ძალიან აქტიურია - ახალი ტიპის მუზეუმები, რომლებიც ინახავენ ადამიანური, ოჯახური მეხსიერების ნარატივებს და ჩვენ თუ ახლა არ შევუდექით ამ მეხსიერების შეგროვებას, მალე ეს დრო გაივლის და ჩვენ აღარ გვექნება საშუალება, რომ შევინარჩუნოთ მომავალი თაობებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ტკივილი, რომელიც ამ ქვეყნისთვის საბჭოთა, 70-წლიანი ტკივილი იყო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის