ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი, ჩემი სახელით, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს გამართავს

ჩემი სახელით, ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ჩავა, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი, ჩემი სახელით, კავკასიის სამ ქვეყენაში ვიზიტს გამართავს, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მზადყოფნა, ჩავერთოთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მინისტერებმა ხანგრძლივი დისკუსია გამართეს აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტების საკითხზე.

„განვიხილეთ გადაუჭრელი კონფლიქტების საკითხები აღმოსავლეთ სამეზობლოში. უფრო ეფექტური უნდა გავხდეთ იმისთვის, რომ რეგიონის სტაბილურობა დავიცვათ. მერწმუნეთ, ძალიან ხანგრძლივი განხილვა იყო, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ძალიან ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტი არსებობს. ჩვენ თითოეული კონფლიქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს იმისთვის, რათა ეს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, რათა ორმხრივი კონტაქტები გაძლიერდეს და ჩვენი მონაწილება ეუთო-ში განმტკიცდეს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

იხილეთ ვიდეო:ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი, ჩემი სახელით, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს გამართავს

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში