მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისათვის ტრენინგი „ფუტკრის მავნებლებთან ბრძოლა“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლება პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ტრენერებმა ჩაატარეს.

„მეფუტკრეებისთვის დაავადება ვარვატოზთან ბრძოლა რთული გამოწვევაა. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ტრენინგების ფარგლებში, მეფუტკრეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას და გაეცნობიან უახლეს მეთოდოლოგიას, თუ როგორ ებრძოლონ ამ დაავადებას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

მათივე ცნობით, ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს ფუტკრის მავნებლების იდენტიფიცირების, მათთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების გაცნობას.

„სპეციალურად ტრენინგისათვის თეორიული მასალა სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების რეკომენდაციით მომზადდა.

განახლებული ექსტენციის ფარგლებში, ფერმერთა ტრენინგი ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა