დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტარებისთვის გაუგებარია ის სპეკულაციები, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტარებისთვის გაუგებარია ის სპეკულაციები, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციისადმი ევროპარლამენტარების მიერ საკანონმდებლო ორგანოში შემოსვლის მოწოდებების შეფასებისას განუცხადა, დემოკრატიული და საპარლამენტო პროცესი არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მეგობრების გზავნილებია, ვისაც ნამდვილად სურს, რომ საქართველოში იხილონ მრავალფუნქციური, ჭეშმარიტი, დემოკრატიული პარლამენტი. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი. მათთვის გაუგებარია ის სპეკულაციები, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც უკვე პარლამენტშია, აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო საქმიანობაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის განხორციელებაში, რადგან დემოკრატიული და საპარლამენტო პროცესი არის ჩვენი ევროპული ინტერგრაციის შემადგენელი ნაწილი. თუკი ჩვენ გვსურს, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, ეს მრავალფუნქციური პარლამენტის გარეშე არ გამოვა, ამიტომ გასაგებია ჩვენი ევროპელი პარტნიორების ზრუნვა ამ თემაზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპარლამენტარებისთვის გაუგებარია ის სპეკულაციები, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა