ბექა ოდიშარია - გიორგი გახარიას რეიტინგი იზომებოდა იმით, რომ ის იყო „ქართული ოცნების" ერთ - ერთი სახე

ძალიან ბევრი „იმედისმომცემი" გამოყოფები ყოფილა, პარტიის შექმნა, მაგრამ ძირითადად ამ ხალხის და ამ პოლიტიკური ძალების რეიტინგს მაინც განაპირობებდა „ქართული ოცნების" ავანგარდში ყოფნა და არა მათი პიროვნული რეიტინგი, - ასე უპასუხა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტების კითხვას, რა მოლოდინები აქვს მმართველ პარტიას გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და იქნება თუ არა ის „ქართული ოცნების" კონკურენტი.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნები „იოლი გასეირნება" არავისთვის ყოფილა.

„თვითმმართველობის არჩევნები სპეციფიურია და იოლი გასეირნება არასოდეს არავისთვის ყოფილა და მათ შორის არც ჩვენ ვუყურებთ ამას ასე უბრალოდ. რაც შეეხება ახალ პარტიას ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ალბათ, გარკვეული სეგმენტი დაუჭერს მხარს, მაგრამ ეს ვერაფრით იქონიებს გავლენას „ქართული ოცნების" რეიტინგზე. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, ძალიან ბევრი „იმედისმომცემი“ გამოყოფები ყოფილა, პარტიის შექმნა, მაგრამ ძირითადად ამ ხალხის და ამ პოლიტიკური ძალების რეიტინგს მაინც განაპირობებდა „ქართული ოცნების" ავანგარდში ყოფნა და არა მათი პიროვნული რეიტინგი.

ყველაზე რეიტინგული ფიგურა თავის დროზე იყო ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ იყო და ახლაც არის ძალიან რეიტინგული ახლანდელი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი, არის ასევე კახი კალაძე, ასევე ირაკლი კობახიძე და სხვები, მაგალითად, კახა კუჭავა. თავისთავად და ეს ბუნებრივიც არის, რომ ბატონი გიორგი გახარიას რეიტინგი იყო განსაზღვრული და იზომებოდა იმით, რომ ის იყო „ქართული ოცნების" ერთ- ერთი სახე",- განაცხადა ოდიშარიამ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მოლოდინებს, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, "ქართული ოცნება" არჩევნებში დაახლოებით, 47-48%-ს აიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა