რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსაწავლეების მონაწილეობით, ნიჩბოსნობის ღია პირველობა ჩატარდა

დღეს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსაწავლეების მონაწილეობით, ნიჩბოსნობის ღია პირველობა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის სამაჟორიტარო ბიურო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეჯიბრი საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე დალაქიშვილის ინიციატივით და საზოგადოება „რუსთაველების“ ხელშეწყობით გაიმართა და მიზნად ისახავს რუსთაველ ახალგაზრდებში სპორტის განვითარების ხელშეწყობას და ნიჩბოსნობის ტრადიციის აღდგენას.

მათივე ცნობით, ღია პირველობაზე, სასკოლო ასაკის მოყვარულმა სპორტსმენებმა, 20 ადგილიანი ნავებით პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად იასპარეზეს და 200 მეტრიანი დისტანცია დაფარეს.

„ტურნირში გამარჯვებული საპრიზო ადგილების მფლობელები, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და რუსთაველმა ნიჩბოსანმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ალექსი წივწივაძემ მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს.

ნიჩბოსნობა რუსთავში არსებული ბუნებრივი ტბის გამო, სპორტის ტრადიციული სახეობაა. ნიჩბოსნობის სკოლას ქალაქში სამოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი. რუსთავში ნიჩბოსნობაში სკოლებს შორის შეჯიბრი წელს პირველად ჩატარდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა