გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, პირველი რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას

ნებისმიერი ჩვენი ახალი ხელისუფლება, პირველი რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას, იმისდა მიუხედავად, რამდენად გონივრული, ან კარგი იყო ეს შთამომავლობა“,-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გახარია აღნიშნავს, ყველანი უნდა გავერთიანდეთ განახლებისთვის.

„ნებისმიერი ჩვენი ახალი ხელისუფლება, პირველი რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას. იმისდა მიუხედავად, რამდენად გონივრული, ან კარგი იყო ეს შთამომავლობა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ყველაზე ძირითადი მიზეზი, ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის.

ჩავთვალოთ, რომ ჩვენ, ყველანი ვაშენებთ სახლს, ჩავთვალთო, რომ თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა ერთი სართული მაინც დააშენოს ჩვენი წინაპრების დატოვებულ ფუნდამენტს. ამ შემთხვევაში, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, ყველანაირი გონივრულობის ფარგლების მიღმა, როდესაც იწყებს ნგრევას წინამორბედის დატოვებული შთამომავლობის, რა თქმა უნდა, ქვეყანას განვითარების პერსპექტივას უსპობს.

ჩვენ იმის ტყვეობაში ვჩებით, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში, ცათამბრჯენების ეპოქაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია.

ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავერთიანდეთ განახლებისთვის. განახლებისთვის, რომელიც ყველაფერ ცუდს ეტყვის უარს, მაგრამ გაითვალისწინებს ყველაფერს კარგს, ყველა იმ თითოეულ აგურს, ჩვენი ქვეყნის შენებაში, რომელიც შეიძლება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომავლისთვის იყოს საჭირო“,-აღნიშნავს გახარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს