„ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე იმსჯელებენ და მისი დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, დღეს წარმოდგენილი იქნება კვლევა, რომელიც ჩატარდა, რათა მხარდამჭერების აზრი გაეგოთ.

პარტიის წევრების ნაწილი ღიად აფიქსირებს, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის საკითხს, მხარს დაუჭრენ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში იმსჯელა, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი, შეხვედრები პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან რეგიონებშიც გამართა.

ცნობისთვის, პარტია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს