რომან გოცირიძე - გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია

გახარიას ამბავი გასაგებია, ეს არის ივანიშვილის სამეფო კარზე კონკურენციის ერთ-ერთი ნაწილი , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.

მისი თქმით, "გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა".

"საბოლოოდ, თუ ამას ხატოვნად ვიტყვით, გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია. ახლა უნდა ჩააჩოჩოს ზოგი მარცხნივ, ზოგი მარჯვნივ და აი, ამის ირგვლივ იქნება ბრძოლა. თუ თეორიულად ივანიშვილის კოალიციას წარმოვიდგენთ, ეს არის მედლის მეორე მხარე. ძალიან მარტივი შეკითხვა უნდა დაუსვათ გახარიას, ხელისუფლების ფორმირების საკითხი რომ დგებოდეს და მისი 5 თუ 3 პროცენტი გადამწყვეტი იყოს, ვისთან ერთად შექმნის კოალიციას, ოპოზიციასთან თუ ივანიშვილთან ერთად? მგონია, რომ პასუხი ძალიან მარტივი და გასაგებია",- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოსთვის" დააფუძნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა