მიხეილ სააკაშვილი - ვინც ჩემს ციტატებს ატრიალებს, ეს დიდი ჭკუით არ მოსდის, დიახ, 10-15 წლის წინ, ჰესის აშენების მომხრე ვიყავი - ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა, ეპოქა შეიცვალა, დრო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა

საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე იყო, თუმცა „10-15 წლის წინათ რაც იყო და რაც არის ახლა, ეს არის ორი სხვადასხვა რეალობაა“.

„ეს დღეებია მესმის, ჩემს ციტატებს ატრიალებენ, სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენებისო. დიდი ჭკუით არ მოსდის ეს ვინც ამ ციტატებს ატრიალებს. დიახ, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, თუმცა არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს ან რიონს გააქრობდა, მილებში ჩაიყვანდა და ათასგვარ უბედურებას. ამათ ყველაზე უარეს პირობებში გააკეთეს ეს კონტრაქტი გახარიას ხელმოწერით. 10-15 წლის წინათ რაც იყო და რაც არის ახლა ეს არის ორი სხვადასხვა რეალობა. მაშინ მზისა და ქარის ენერგია გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე ჰიდრო და სხვა ენერგიის წყაროები“ , - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მისი პოზიციაა ის, რომ ამიტომ, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები.

„უამრავი ახალი ტექნოლოგიებია მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ არ იყო ეს, როცა ვამბობდით ჰესები უნდა ავაშენოთ. ყველაფერი გაიაფდა და შეიცვალა. ამიტომ, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია. საქართველოს ახლა ტურიზმის განვითარდება სჭირდება.

ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა, ეპოქა შეიცვალა, დრო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა“ , - აღნიშნა სააკაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ