საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუ–მ ახალგაზრდულ ფორუმს,  Youth Speak Forum  უმასპინძლა

ახალგაზრდული ფორუმის გახსნით ნაწილში, სიტყვით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ–ს ვიცე რექტორი, ანა ფირცხალაიშვილი წარსდგა. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, Youth Speak Forum-ი ახალგაზრდული პლატფორმაა საქართველოში მცხოვრები სოციალური ინოვატორებისათვის, ბიზნეს ლიდერების, განათლებისა და პოლიტიკურ სპექტრში მომუშავე საზოგადოებისათვის იმ გამოწვევებზე სასაუბროდ და საერთო სამოქმედო გზის შესაქმნელად, რომელიც 2030 წლისთვის გადაჭრის გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG's) მსოფლიოსა და საქართველოში.

„ფორუმზე რამდენიმე ათეულ ახალგაზრდას საშუალება ჰქონდა, მთელი დღის განმავლობაში მოისმინა სესიები კომპეტენტური სპიკერებისგან და დისკუსიაში ჩართულიყო. ფორუმი ყოველწლიურად 120-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. საქართველოში YSF–ი AIESEC in Georgia-სა და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ორგანიზებით წელს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ–ში ჩატარდა“,-აღნიშნულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო