საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე „გურია ექსპრესის“ გაფიცულ თანამშრომლებს ხვალ სოლიდარობას გამოუცხადებს

31 მაისს, ოზურგეთში „გურია ექსპრესის" გაფიცულ დასაქმებულებთან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩავა.

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, პეტრიაშვილი პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას გამოუცხადებს, გაფიცულებთან, მიმდინარე პროცესის განვითარების გზებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებს და პრესისთვის საგანგებო განცხადებას გაკეთებს.

„გაკეთდება მიმართვა თურქეთის ელჩის და საქართველოს მთავრობის სახელზე.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ ბორჯომის ქარხნის დასაქმებულებიც. აღსანიშნავია, რომ "გულისტანში" გაფიცვა 27 დღეა მიმდინარეობს, დასაქმებულები ხელფასების მატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. თურქი დამსაქმებელი მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, უარს ამბობს დიალოგზე პროფკავშირებთან. დასაქმებულები კატეგორიულად გამორიცხავენ პროფკავშირის გარეშე რაიმე ტიპის შეთანხმებას დამსაქმებელთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი