ირაკლი ქარსელაძე - ეკონომიკური განვითარების კუთხით, წინა პერიოდისგან განსხვავებით, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი

ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი იმედის მომცემი 45%-მდე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8 %-ზე მეტია კუმულატიური, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი, ეს უპრეცედენტო შედეგია, რომელიც სწორად წარმართულმა პროცესებმა განაპირობა, - ამის შესახებ, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი, განსხვავებით წინა პერიოდისგან.

„ეს შედეგი განაპირობა სტაბილურობამ, მათ შორის პოლიტიკურმა სტაბილურობამ, კანონის უზენაესობის დაცვამ და ყველა იმ გეგმაზომიერმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სახეზე გვაქვს. ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია, ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს. ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა პროექტში, ისევე როგორც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ინვესტორებისთვის. ზოგადად, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ვგულისხმობ 2020 წელს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის