თამარ გაბუნია - სრულად ვაქცინირებულ პირებში დაავადების განვითარება ვაქცინის ეფექტურობას არ ეწინააღმდეგება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირება არ ეწინააღმდგეება ვაქცინის ეფექტურობას.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, ვაქცინა პაციენტს 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან.

"ვაქცინების ეფექტურობა ინფიცირების კუთხით, ვიცით, რომ არ არის 100%-იანი, 90%-ს აღემატება "ფაიზერის" შემთხვევაში, 90%-ს უახლოვდება "ასტრაზენეკა", 80%-ის ფარგლებშია "სინოფარმი".

ვაქცინა 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან. სრულად ვაქცინირებულ პირებში დაავადების განვითარება არ ეწინააღმდეგება ვაქცინის ეფექტურობას",-აღნიშნავს გაბუნია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა